
დონეცკის ოლქში ერთი დღის განმავლობაში, რუსებმა 12 დასახლებას გაუხსნეს ცეცხლი, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დონეცკის რეგიონის პოლიციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, განადგურდა 58 სამოქალაქო ობიექტი - 40-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა, მუსიკალური სკოლა, ინსტიტუტი, საწარმოები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები.
რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას თვითმფრინავებიდან, ტანკებიდან, მძიმე არტილერიიდან და ზალპური ცეხლრეაქტიული სისტემიდან.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 უკრაინაში შეჭრის შედეგებს რუსების კიდევ სამი-ოთხი თაობა იგრძნობს - ექსპერტი
👉 რუსული ჯარები იზიუმის რეგიონში შეტევის განახლებისთვის ემზადებიან
👉 ლუგანსკის ოლქში მედესანტეებმა კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს