კონფლიქტები

უკრაინამ სტრატეგიულად უკვე მოიგო, მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

უკრაინამ სტრატეგიულად უკვე მოიგო, მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა
1652552351
დაკოპირებულია

უკრაინამ სტრატეგიულად უკვე მოიგო, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მიერ 24 თებერვალს გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომი ჯერ არ დასრულებულა. უკრაინელ სამხედროებს ბევრი უპირატესობა და რესურსი აქვთ, ამიტომ გამარჯვება უკვე გარდაუვალია, - ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა.

მან განმარტა, რომ ომი არ არის მხოლოდ ფრონტის ხაზი, ომი, ასევე, არის ბრძოლა რესურსებისთვის. ჩვენ კი, რუსეთისგან განსხვავებით, საჭირო რესურსებს და დახმარებას სხვა ქვეყნებიდან ვიღებთ.

„სტრატეგიულად ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ... ომი არ არის მხოლოდ, შედარებით რომ ვთქვათ, ფრონტის ხაზი, ომი ასევე, არის უკანა მხარე, რესურსები“, - აღნიშნა სმირნოვმა.

უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის თქმით, უკრაინას აქვს მობილიზების უნარი და უკვე მობილიზებული ჰყავს ჯარები. უკრაინას აქვს რესურსები და უპირატესობები რუსეთის ფედერაციასთან შედარებით, ამიტომ ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.

„ჩვენ მივიღეთ სესხი-იჯარა, მუდმივად ვიღებთ რესურსებს, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას სხვა ქვეყნებიდან. ჩვენი რესურსები ივსება და რუსეთის ფედერაცია მხოლოდ ხარჯავს ყველაფერს, რაც აქვს. აგრესორ ქვეყანას არ შეუძლია ახალი ძალების, ახალი ტექნიკის დაგროვება და მსოფლიოს მხარდაჭერის მოპოვება“, - განაცხადა შს მინისტრის მრჩეველმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხარკოვის მახლობლად უკრაინელების წარმატებებმა შესაძლოა, პუტინის არმიის დაშლა გამოიწვიოს - ბრიტანელი ექსპერტი

👉სამხედრო ექსპერტმა განმარტა, რატომ არ სჭირდება უკრაინას რუსეთთან ზავი

👉 რუსეთში პუტინის დასამხობად გადატრიალება მზადდება - უკრაინის დაზვერვის უფროსი

👉 რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა მსოფლიოს ბირთვული დარტყმით დაემუქრა

👉 „ეს ომი ვლადიმერ პუტინის დასასრულს მოასწავებს“ - გერმანიის მმართველი პარტიის ლიდერი