მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინას დონბასი ჯერ არ დაუკარგავს“ - მარკ მილი

აშშ-ის გენერალი მარკ მილი

„უკრაინას დონბასის რეგიონი ჯერ არ დაუკარგავს“, - ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჯამში, ფასი მაღალია, მოგება კი ძალიან დაბალი. დანაკარგების მქონე დამქანცველი ომი მიმდინარეობს ლუგანსკში, დონბასის რეგიონში. თქვენ კითხვას რომ გავცე პასუხი - დონბასი დაკარგულია თუ არა, გიპასუხებთ, რომ არა, ის ჯერ დაკარგული არაა. უკრაინელები რუსეთს მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის სათითაო ინჩისთვის ფასს ახდევინებენ“, - აღნიშნავს ამერიკელი გენერალი.

მისი თქმით, 90-დღიანი სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ რუსეთმა მთავარ მიზნად დონბასის რეგიონის ხელში ჩაგდება დაისახა მიზნად.

გენერალმა მილმა აღნიშნა, რომ ბრძოლა დონბასისთვის ძალიან დაძაბულია.

„ძალიან დაძაბული ბრძოლაა და ძალიან ბევრი ძალადობაა - ათი ათასობით საარტილერიო გასროლა ყოველ 24 საათში, ძალიან დიდი დანაკარგი ორივე მხარეს, ძალიან ბევრი განადგურებული სოფელი და ა.შ“, - დასძინა გენერალმა მილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

👉 „მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი, ახალი ეპოქა იწყება“ - პუტინი

👉 „რუსეთი ახლა ათამაშებს სცენარს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „ანექსიის თამაში“ - ჯონ კირბი

👉 შოიგუმ რუს სამხედროებს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების „სწრაფად განადგურება“ დაავალა

👉 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT