
თებერვლის შემდეგ სულ მცირე 1793-მა რუსმა სამხედრომ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვა, - ამის შესახებ რუსული გამოცემა Meduza იუწყება.
ინფორმაცია 1 559 „დეზერტირის“ შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა.
გარდა ამისა, სულ მცირე 234 სამხედრო იძულებით იმალება ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ბრაიანკას მიდამოში. ახლობლების თქმით, ჯარისკაცები სარდაფებში და სხვა დახურულ დაცულ შენობებში იმყოფებიან და ბრძოლაზე უარს ამბობენ.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
📌„ნატოს რუსეთთან მიახლოება მსოფლიო ომის რეალურ საფრთხეს ქმნის“ - მედვედევი
📌 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი
📌 „უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კარი დახურული არ არის“ - პესკოვი