მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინაზე ნებისმიერი სახის თავდასხმა რუსეთს ძვირად დაუჯდება“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთი გააფრთხილა, რომ მის ქვეყანაზე ნებისმიერი სახის თავდასხმა მათ ძვირად დაუჯდებათ და დიდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ ზარალს გამოიწვევს. 

„ჩვენ არ ვცდილობთ გამოვიცნოთ, რა არის ვლადიმერ პუტინის თავში. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მას მკაფიოდ გავაგებინოთ - უკრაინაზე ახალი თავდასხმა ძალიან ძვირად დაუჯდება, ამიტომ უმჯობესია ეს არ მოხდეს. მოსკოვმა მკაფიოდ უნდა გაიგოს, რა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ ზარალს მოიტანს მისი აგრესია“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა. პარალელურად დონბასის რეგიონში მყოფი სეპარატისტები უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეტევებს ახორციელებენ. 

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს