მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელები ლუგანსკის ოლქისკენ მიიწევენ - ISW

უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას ხარკოვის ოლქში ჯერ არ მიუღწევია კულმინაციას და ახლა ისინი მიიწევენ ლუგანსკის ოლქისკენ, - ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის მოხსენებაშია ნათქვამი.

როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, რუსებმა ვერ შეაკავეს მდინარეების ოსკილისა და სივერსკის დონეცის ნაპირები. რუსი სამხედროები ცდილობენ,  თავიდან აიცილონ უკრაინული ძალების წინსვლა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაუცველ რაიონებში.

როგორც ISW წერს, ამჟამად ღია წყაროებში არ არის მინიშნება იმის შესახებ, რომ რუსული სამხედრო ძალები მნიშვნელოვნად გაძლიერდა ლუგანსკის რეგიონის დასავლეთ ნაწილში.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის ჩრდილოეთ და სამხრეთ კონტრშეტევები, სავარაუდოდ, აიძულებს კრემლს, პრიორიტეტი მიანიჭოს ერთი ზონის დაცვას. ეს კი, ანალიტიკოსების ცნობით, პოტენციურად ზრდის უკრაინის წარმატების ალბათობას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ანგლოსაქსებს სურთ, რუსეთი და ევროპა სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანონ - ნიკოლაი პატრუშევი

✔️ რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბს უკრაინიდან ჯარების გაყვანა სურს, კრემლში შეუქცევადი პროცესები დაიწყო - ჟდანოვი

✔️ რუსეთის არმიის მეთაურები, სავარაუდოდ, ნიკოლაევის ოლქიდან გაიქცნენ - ვიტალი კიმი

✔️ „ნატო ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის“ - ნიკოლაი პატრუშევი„ნატო ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის“ - ნიკოლაი პატრუშევი

✔️ რა სახის ზიანს გამოიწვევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რამდენად შორს გავრცელდება რადიაცია? - ვაშინგტონის „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორის განმარტება