მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა უგლეგორსკის თბოსადგურიდან მტერი განდევნეს - უკრაინის გენშტაბი

ტანკი

„რუსმა დამპყრობლებმა უგლეგორსკის თბოსადგურს შეუტიეს, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა აიძულეს, გაქცეულიყვნენ“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

რაც შეეხება სხვადასხვა მიმართულებით განვითარებულ მოვლენებს, უკრაინის გენშტაბის ცნობით:

სევერსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატების საჰაერო დაზვერვის განხორციელებას ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში. ხარკოვის მიმართულებით მტერმა ქვემეხი და სარაკეტო არტილერია ესროლა მოსპანოვოს, პეტროვკას, რუსული ტიშკის, ბაზალიევკას, პეჩენეგის, ცირკუნის, პიტომნიკის, დემენტიევკას, კორობოჩკინოსა და პრუდიანკას დასახლებების რაიონებს. 

სლავიანსკის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა დიბროვნოეს, კრასნოპოლიეს, ჩეპილის, ადამოვკას, გრუშუვახას ტერიტორიებზე. კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ესროლა კრამატორსკის, სევერსკის, გრიგორიევკას, ზვონოვკას.

ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტი აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს ბახმუტზე თავდასხმის პირობების შექმნისა და უგლეგორსკის თბოსადგურის ტერიტორიის აღების მიზნით.

ავდეევკას , ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსები სისტემატურად ახორციელებენ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვას ვესელეს, უმანსკოეს, კურახოვოს, ნოვომიხაილოვკას, ნიკოლსკოეს, ვუგლედარს, ზოლოტაია ნივას, ნოვოპოლის, ნოვომაიორსკოეს დასახლებებში.

იუჟნობუჟის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია პოზიციების შენარჩუნებაზე.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში შეიმჩნევა ხანმოკლე კონტრაქტით მომსახურე პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლების ტენდენცია. ასევე, სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობა უარს ამბობს კონტრაქტის გრძელვადიან განახლებაზე, რომლებსაც ვადა გაუვიდა“, - წერს გენერალური შტაბი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკრაინაში რუსების დანაკარგი 15 000 ჯარისკაცს შეადგენს“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი

👉 „რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი სამი პორტიდან განხორციელდება - რადას დეპუტატი