კონფლიქტები

უკრაინის ძალები დღეში 30 სამხედრო მოსამსახურეს კარგავენ - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი
1658568467
დაკოპირებულია

უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგი ფრონტზე დღეში 30 სამხედრომდე შემცირდა. დაახლოებით 250 დაჭრილია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.  ინფორმაციას pravda.com.ua.

შედარებისთვის, მაისში-ივნისში უკრაინული მხარე დღეში 100-დან 200 სამხედრომდე კარგავდა, ხოლო ახლა ეს რიცხვი 30-მდე შემცირდა. ზუსტად ვიცი ეს მონაცემები, იმიტომ რომ მე ამ ციფრებით ვცხოვრობ  ყოველდღე“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებულ ძალების საერთო დანაკარგების შესახებ საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ ის „რუსულ ძალებზე რამდენჯერმე ნაკლებია“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის და სხვა მოკავშირეების მიერ თანამედროვე იარაღის, მათ შორის "HIMARS"-ის და 155 მმ-იანი ჰაუბიცების მიწოდების მეშვეობით ფრონტზე სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდა. თუ ადრე დონბასში რუსული ძალები დღეში 12 ათას ჭურვს ისროდნენ, ხოლო უკრაინელები 1-2 ათასით პასუხობდნენ, ახლა უკრაინას დღეში 6 ათასი ჭურვის გასროლა შეუძლია, ხოლო რუსული ძალები საბრძოლო მასალების და ცოცხალი ძალის უკმარისობას განიცდიან.  „ეს ბალანსი ჩვენი ძალების დანაკარგებზე პირდაპირ აისახება“ - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ფრონტზე სტაბილიზაცია უკრაინულ მხარეს კონტრშეტევის შესაძლებლობას მისცემს. ამასთანავე, ზელენსკი არ საუბრობს სად რა როდის დაიწყება უკრაინელების კონტრშეტევა.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინას რუსული რაკეტებისგან თავისი ქალაქების დასაცავად საზენიტო საშუალებები სჭირდება.

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი მაისში განიცადეს, როდესაც დღეში 100-მდე სამხედრო იღუპებოდა, ხოლო 300-დან 400-მდე ჭრილობას იღებდა.

ივნისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები დღეში 100-200 სამხედროს აღწევდა.

👉 უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსი სამხედროები ალყაში მოაქციეს

👉 პუტინი უფრო დიდი საფრთხეა ამერიკისთვის, ვიდრე თავის დროზე ჰიტლერი - OCCRP

👉 რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარცვლეულის კომბაინები გააგზავნა

👉 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

👉 ხერსონის მიმართულებით 2 000-მდე ოკუპანტი ალყაში მოექცა - The Insider