მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად აღიარებული ანტონ ლისტოპადი რუსებთან ბრძოლაში დაიღუპა

გარდაცვლილი უკრაინელი პილოტი

2019 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად აღიარებული ანტონ ლისტოპადი რუს დამპყრობლებთან ომში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ფიზიკურ-ტექნიკური ლიცეუმი ავრცელებს, რომლის კურსდამთავრებულიც იყო ლისტოპადი.

ანტონ ლისტოპადი უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების მონაწილე იყო. კაპიტანმა რუსების უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე წუთებიდან დაიწყო უკრაინის დაცვა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ლისტოპადს უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო გადასცა - მე-3 ხარისხის ორდენი მამაცობისათვის.