კონფლიქტები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მტრის 12 შეტევა მოიგერიეს - ბრძოლა ექვს ლოკაციაზე გრძელდება

დონბასში უკრაინელებმა დამპყრობლების 8 თავდასხმა მოიგერიეს
1652559935
დაკოპირებულია

დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 12 თავდასხმა მოიგერიეს. ასევე, ბრძოლები ოკუპანტთან 6 ლოკაციაზე გრძელდება.

აღნიშნულია, რომ სიტუაცია მძიმეა, მაგრამ კონტროლირებადი.

„მტერი იყენებს საბრძოლო თვითმფრინავებს, მრავალჯერადი სარაკეტო სადგურებს, დიდი კალიბრის ქვემეხს, ტანკებს, სხვადასხვა სისტემების ნაღმმტყორცნელებს მთელი თავდაცვის ზონის გასწვრივ, ახორციელებს სარაკეტო და ბომბდამშენებლებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მშვიდობიან საცხოვრებელ უბნებზე.

უკრაინის გაერთიანებულმა ძალებმა მოიგერიეს მტრის 12 თავდასხმა. ოკუპანტთან ბრძოლები გრძელდება 6 ლოკაციაზე. ჩვენი მამაცი მეომრები რუს დამპყრობლებს ძალითა და ტექნიკით მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს:

👉 8 ტანკი

👉5 საარტილერიო სისტემა

👉 9 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა

👉 მტრის 5 მანქანა

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ცაში ჩამოაგდეს 6 უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 და ერთი ტაქტიკური სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Eleron.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉მოგესალმებით ახალ რეალობაში, ბატონო პუტინ, ნატოს საზღვრები სანკტ-პეტერბურგს მიაღწევს - პოდოლიაკი

👉 ხარკოვის მახლობლად უკრაინელების წარმატებებმა შესაძლოა, პუტინის არმიის დაშლა გამოიწვიოს - ბრიტანელი ექსპერტი

👉 რუსეთში პუტინის დასამხობად გადატრიალება მზადდება - უკრაინის დაზვერვის უფროსი

👉 სამხედრო ექსპერტმა განმარტა, რატომ არ სჭირდება უკრაინას რუსეთთან ზავი

👉 გერმანელმა დეპუტატმა უკრაინაში რუსი ჯარისკაცების სისასტიკის ორი მიზეზი დაასახელა