მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს

ომი უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაში განთავსებული რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა, „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს. ინფორმაციას „პრავდა“ „რადიო თავისუფლებაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, სავარაუდოდ გარდაცვლილია ევგენი პრიგოჟინი. მიიჩნევა, რომ პრიგოჟინი კრემლთან დაახლოებული პირია და ის ასევე „ვაგნერის“ მფლობელად მოიაზრება.

ამავე ინფორმაციით, 8 აგვისტოს რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა სერგეი სრედამ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ „ვაგნერის“ შტაბში მივიდა, თუმცა მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. 

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, მის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე ჩანდა ევგენი პრიგოჟინი.

ამ ფოტოებმა მრავალი პრორუსის აღშფოთება გამოიწვია, რადგან  ერთ-ერთ მათგანზე ნაჩვენები იყო აბრა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვა შტაბის ადგილმდებარეობა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „რუსეთს არ სჭირდება გაღიზიანება, ბუნებრივად გაღიზიანებული წარმონაქმნია“ - ნონა მამულაშვილი

✔️ „ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა, კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“ - კადიროვმა დასავლეთს რუსეთთან მეგობრობა ურჩია