მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაგნერის“ ბაზაზე თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, 100-ზე მეტი დაქირავებული რუსი განადგურდა - სერგეი გაიდაი

სერგეი გაიდაი

დროებით ოკუპირებულ პოპასნაიაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კერძო სამხედრო კომპანიის, (PMC) „ვაგნერის“ შტაბ-ბინაზე თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ 100-ზე მეტი რუსი დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„ჯერჯერობით დეტალებს არ გავამხელთ, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ იქ ლიდერთა გუნდიდან 100-ზე მეტი „ვაგნერელი“ დაიღუპა, ეს ჩვენთვის სიახლე აღარ იქნება“, - აღნიშნა გაიდაიმ.

ასევე, გაიდაიმ უარყო ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა დაადასტურა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ნამდვილად იყვნენ მისი მოადგილეები.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინელები თავს დაესხნენ „ვაგნერის“ შტაბ-ბინას, მას შემდეგ რაც რუსმა ჟურნალისტმა დენის კაზანსკიმ მათი ადგილსამყოფელი გასცა.

დაჯგუფების კურატორი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინია, რომელიც კრემლთან დაახლოებული პირია და მსხვილი სასურსათო ბიზნესის გამო მას „პუტინის მზარეულს“ უწოდებენ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვის დროს ისიც იმყოფებოდა ვაგნერის შტაბში. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიგერის პრეზიდენტთან პირველად გამართა მოლაპარაკება

👉 „ბავშვები იქ უკვე აცხადებენ თავს ტრანსგენდერებად, უფროსები კი ამას ემოციებით აღიქვამენ, ჭირი თქვენს სახლებს, საწყალო დეგენერატებო“ - რამზან კადიროვი დასავლეთზე

👉 „რუსეთმა უნდა იმუშაოს „თალიბანთან“, სადაც ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება“ - რუსეთის ელჩი ქაბულში

👉 „აზოვსტალის“ დამცველები კანონიერად იცავდნენ თავიანთ ქვეყანას, შესაბამისად „მარიუპოლის ციხეები“ რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია - მიხაილო პოდოლიაკი

👉 რუსეთის სამხედრო სარდლობა ხერსონიდან გარბის - უკრაინული მხარე