
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტია.
„უკრაინის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტია. მოქმედი ფრონტის ხაზი 1500 კმ-ს აღწევს. ბრძოლები მიმდინარეობს მინდვრებში, ტყეებში, წყალში, ცასა და ქალაქებში. ჩვენ ვაგრძელებთ მშობლიური მიწისთვის ბრძოლას. წინ არის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება. უკრაინა ამას აუცილებლად გააკეთებს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 ყველა რაშისტი პასუხს აგებს, პასუხს აგებენ ყოველი უკრაინელის სიცოცხლისთვის - ზელენსკი
👉 გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა