მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაფასებთ აფრიკელთა დაბალანსებულ პოზიციას იმის შესახებ, რა ხდება უკრაინაში და მის გარშემო“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია დასავლეთის სანქციების მიუხედავად, აფრიკის ქვეყნებისთვის სურსათის, სასუქებისა და ენერგიის გადამზიდავების მიწოდების ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს.

„მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენმა აფრიკელმა მეგობარმა გააცნობიეროს, რომ რუსეთი განაგრძობს კეთილსინდისიერად შეასრულოს საერთაშორისო კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებები აფრიკაში საკვების, სასუქების, ენერგიის გადამზიდავებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის ექსპორტის თვალსაზრისით. რუსული მხარე ამისთვის ყველა ზომას მიიღებს“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, მოსკოვს კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტების, მათ შორის საკვების მიწოდება მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის. 

გარდა ამისა, ლავროვმა აფრიკას მოუწონა ის პოზიცია, რომელსაც უკრაინის ომთან დაკავშირებით ავლენს.

„ჩვენ ვიცით, რომ აფრიკელი კოლეგები არ იწონებენ შეერთებული შტატების და მისი ევროპული მოკავშირეების დაუფარავ მცდელობებს, უკარნახონ თავიანთი ნება ყველას, დააწესონ მსოფლიო წესრიგის უნიპოლარული მოდელი საერთაშორისო საზოგადოებაში. ჩვენ ვაფასებთ აფრიკელთა დაბალანსებულ პოზიციას იმის შესახებ რა ხდება უკრაინაში და მის გარშემო“, - ამბობს ლავროვი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთის არმიას პანიკა დაეწყო“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 „არსებობს რისკი, რომ იარაღი ორგანიზებულ კრიმინალებს ან ტერორისტებს ჩაუვარდეს ხელში“ - მედიის ცნობით, ევროპოლმა უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვა

👉 უკრაინელებმა მტრის შეტევის მცდელობები იუჟნობუჟსკის მიმართულებით აღკვეთეს - უკრაინის გენშტაბი