
უკრაინის შეიარაღებული ძალები ემზადებიან სამხრეთით კონტრშეტევაზე გასასვლელად, რის გამოც ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი განცხადება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა.
„ჩვენ ვემზადებით კონტრშეტევისთვის. ჩვენი არმია კიდევ ერთხელ ითხოვს დახმარებას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“, - აცხადებს ვერეშჩუკი.
ვერეშჩუკის თქმით, ამ ტერიტორიებს ყოველდღიურად 1000-1200 ადამიანი ტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი ყურს უგდებს მოწოდებებს.
მანამდე სამხედრო ექსპერტი ჟდანოვი აცხადებდა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, სავარაუდოდ, კონტრშეტევისთვის ლოდინი მოუწევთ დასავლური იარაღის მცირე მოცულობის გამო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
✔️ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად ახალი სამხედრო ბატალიონები იქმნება - ISW
✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა
✔️ უკრაინის სამხრეთში ნიკოლაევის ალყაში მოსაქცევად 25 000 რუსი სამხედროა მობილიზებული - The Times
✔️ შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს - The Insider