კონფლიქტები

„ვერ გეტყვით, რამდენი დრო დასჭირდება ომის მოგებას, მაგრამ რუსეთის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი
1664484000
დაკოპირებულია

„შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი ხანი სჭირდება ომის მოგებას, მაგრამ არც ერთი რუსული დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესია მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით შეჩერდება. 

„დღეს რუსულმა არმიამ მორიგი სასტიკი დარტყმა მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას ნიკოლაევში. ჭურვი აფეთქდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან. არიან დაღუპულები და დაჭრილები. კვლავ დაბომბეს ხარკოვი, სუმის ოლქი. ეს ყველაფერი შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ ერთი გზით - ეს არის გზა ჩვენი გამარჯვებისკენ.

ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო სჭირდება ამ გზით წასვლას, მაგრამ ვიცით, რომ არც ერთი რუსული მანიპულაცია და არც ერთი რუსული დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. 

ხვალ ჩვენი ბრძოლის კიდევ ერთი დღეა, კიდევ ერთი დღე გამარჯვების გზაზე. იქნება ეს ჩვენთვის განსაკუთრებული? ეს იქნება კიდევ ერთი დღე, რომელიც უსაფრთხოებასა და მშვიდობას დაგვაახლოებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „დასავლეთი დსთ-ში ახალი კონფლიქტების გაღვივების სცენარებზე მუშაობს“ - პუტინი

✔️ ბულგარეთმა უკრაინას მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე უარი უთხრა

✔️ სააკაშვილი ლუკაშენკოს: თუ აფხაზეთს აღიარებ, ეს დასასრული იქნება

✔️ „უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის გაიაფებას 10-20 თეთრის ფარგლებში ვვარაუდობთ“ - ფხაკაძე

✔️ დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 მიმართულებით მოიგერიეს