კონფლიქტები

ვერაფერი გვაიძულებს რუსეთთან მოლაპარაკებებს, სანამ მათი ჯარები ჩვენს ტერიტორიაზეა - ერმაკი

ანდრეი ერმაკი
1685029953
დაკოპირებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, სანამ რუსული ჯარები მათ ქვეყანაში დგას, არ არსებობს ძალა, რომელიც უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებებზე დაჯდომას აიძულებს.

„ჩინეთისა და ბრაზილიის ლიდერების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც უკრაინულ საზოგადოებას და ქვეყნის ხელმძღვანელობას რუსებთან საუბარს აიძულებს, სანამ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები დგას. ორივეს გულწრფელად ვუთხარი, რომ უკრაინა ძალიან მადლობელია მათი სურვილის, მონაწილეობა მიიღონ (სამშვიდობო მოლაპარაკებებში), მაგრამ უკრაინას საკუთარი სამშვიდობო გეგმა აქვს. სამართლიანია თუ ვიტყვით - ომი ჩვენ ტერიტორიაზეა და მისი დარეგულირების გეგმაც ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს“, - განაცხადა ერმაკმა „ინტერფაქსთან” ინტერვიუში.