მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ვიცავთ მთელ ევროპულ კონტინენტს“ - ალექსი რეზნიკოვი

ალექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე მოკლული და დაჭრილი ოკუპანტების რაოდენობას ასახელებს.

„რუსეთმა უკრაინაში 30 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. 90 000-ზე მეტი რუსი დაიჭრა. უამრავი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. რუსეთის ხელმძღვანელობა ბევრ ოკუპანტს დაკარგულის სტატუსს ანიჭებს, რათა ფულადი კომპენსაცია არ გადაუხადოს მათ ოჯახებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. 

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ აგრესორს სურს მიაღწიოს ე.წ  დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს.

„რუსეთი იყენებს ბელარუსის ტერიტორიას უკრაინაზე სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ყველა ყველა მიმართულებით“, - აღნიშნავს რეზნიკოვი. 

თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე გვიანია პუტინისთვის „სახის გადარჩენა“, რაზედაც უკრაინის ზოგიერთი პარტნიორი ჯერ კიდევ მიანიშნებს.

„ბუჩაში, ბოროდიანკაში, ირპენში, მარიუპოლში სისასტიკისა და დანაშაულის შემდეგ... ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწებს, ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ვიცავთ მთელ ევროპულ კონტინენტს. მოდი, ერთად დავამარცხოთ მტერი“, - დასძენს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „უბედურება ელოდება რუსეთის ფედერაციას“ - რუსეთის  ყოფილი პრემიერი

🔴 „არავითარი ტერორისტული თავდასხმა იქ არ მომხდარა“ - პუტინი კრემენჩუგში მომხდარ თავდასხმაზე

🔴 99% ხელების და ფეხების გარეშე - „აზოვსტალის“ დამცველის სერგეი ვოლინას და გათავისუფლებული დამცველების მდგომარეობაზე

🔴 „დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 ვლადიმერ პუტინი, ახალ დაძაბულობას ორ სკანდინავიურ ქვეყანასთან არ გამორიცხავს