მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლოდიმირ ზელენსკის ვალერი ზალუჟნის გადაყენება სურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტიდან - მედია

ვალერი ზალუჟნი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ჯარების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება სურს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Telegraf წერს.

„უკრაინის არმიის მეთაური, გენერალ-მაიორი ვალერი ზალუჟნი შეიძლება შეიცვალოს... ამჟამინდელ მთავარსარდალს, სავარაუდოდ, შესთავაზებენ თავდაცვის მინისტრის პოსტს. მის ადგილზე კი უკვე არის კანდიდატი“, - წერს გამოცემა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ვალერი ზალუჟნის ადგილი შეიძლება, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ამჟამინდელმა მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ დაიკავოს.

აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროში გადასვლის პერსპექტივა თავად უკრაინის ჯარების მთავარსარდალს დიდად არ ახარებს. რაც შეეხება თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს, „იყო იდეები, რომ ის  პრემიერ-მინისტრად დანიშნონ, ამერიკელებმა ამას მხარი დაუჭირეს“.

„სახალხო დეპუტატები და ზელენსკისთან დაახლოებული სხვა ადამიანები ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ვალერი ზალუჟნის შორის კონფლიქტი არ არის, მაგრამ პრეზიდენტს ნამდვილად არ სურს, კონკურენტი ჰყავდეს უკრაინის გამარჯვების დღესასწაულზე“, - წერს უკრაინული მედია Telegraf.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „შეერთებული შტატების ახალი დახმარება მალე უკრაინაში იქნება“ - ოლექსი რეზნიკოვი

👉 ევროკავშირი მხოლოდ სახელით არის დემოკრატიული, გერმანია და საფრანგეთი ფლობენ რეალურ ძალაუფლებას - მატეუშ მორავეცკი

👉 ჩეჩნეთის მოქალაქეები აღშფოთებულნი არიან, რომ კადიროვი მუსლიმებს ორი ქრისტიანი ხალხის - რუსებისა და უკრაინელების „უცხო“ ომში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის, ეს ღალატად აღიქმება - უკრაინის დაზვერვა

👉 რუსული არმია მოხალისეებს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 4 000 დოლარს ჰპირდება - ISW

👉 შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის