მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„13 წლის გოგო 30 წლის კაცს მიათხოვა და შვებით ამოისუნთქა“ - „თალიბანი“ ბავშვებს იძულებით და ადრეულ ასაკში აქორწინებს - Amnesty International

ავღანელი ქალები და თალიბანი

მას შემდეგ რაც ავღანეთის ხელისუფლებაში „თალიბანი“ მოვიდა, ავღანელი ქალების და გოგონების უფლებები ყოველდღიურად ითელება. ამის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშშია ნათქვამი.

მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში დაიკავეს დედაქალაქი ქაბული და ჩამოაგდეს საერთაშორისოდ მხარდაჭერილი მთავრობა, „თალიბებმა“ თავი ლოიალურად წარმოაჩინეს. „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლები ქალების მუშაობისა და გოგონებისთვის განათლების მიღების შესახებ ალაპარაკდნენ. 

აღნიშნულის მიუხედავად, „თალიბანმა“ შექმნა მთავრობა, რომელიც მთლიანად მამაკაცებისგან არის დაკომპლექტებული. მათი მკაცრი წესების შესაბამისად, გოგონებს სკოლაში სიარული და განათლების მიღების უფლება აეკრძალათ. ქალებისთვის კი სავალდებულო გახდა ბურკის ტარება. 

Amnesty International-მა განაცხადა, რომ „თალიბებმა“ გაანადგურეს ოჯახური ძალადობის პირთა დაცვის ორგანიზაცია, ქალები და გოგონები „მცირე დარღვევებისთვის“ დააკავეს. 

ორგანიზაციის მოხსენებაში ასევე დოკუმენტირებული იყო დაპატიმრებული ქალების წამება და ძალადობა. 

„ერთად აღებული, ეს პოლიტიკა ქმნის რეპრესიების სისტემას, რომელიც დისკრიმინაციას ახდენს ქალებისა და გოგონების ცხოვრებაზე. ეს მახრჩობელა სისტემა დღითი დღე ფართოვდება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ავღანეთში ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინების მაჩვენებელი „თალიბანის“ მმართველობის პირობებში იზრდება. 

ერთ-ერთმა ავღანელმა ქალმა Amnesty International-ს უთხრა, რომ მისი 13 წლის ქალიშვილი 30 წლის მეზობელს მიათხოვა. ქალმა თქვა, რომ შვებით ამოისუნთქა, რადგან მისი შვილი მშიერი არ იქნება. 

Amnesty მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს ზომები ავღანელი ქალებისა და გოგონების დასაცავად.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 რა არის შარიათის კანონი? რას ნიშნავს ეს ავღანეთში მყოფი ქალებისთვის და როგორ შეიჭრნენ თალიბები?

👉 ჯანმოს ხელმძღვანელი „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო სექსპარტნიორების შემცირების რეკომენდაციით გამოდის

👉 ძლიერ წვიმას და მეწყერს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა - სტიქია ირანში

👉 „მსხვერპლთა შორის ოჯახის 4 წევრი იყო“ - მეხის დაცემის შედეგად ინდოეთში 50-მდე ადამიანი დაიღუპა

👉 მოკლული ქალის შვილების წინააღმდეგობის მიუხედავად, მათი დედის მკვლელს ალაბამაში დღეს სიკვდილით დასჯიან