უცხოეთი

„2014 წელს უკრაინის თავზე სამგზავრო თვითმფრინავი რუსებისთვის ხელმისაწვდომი „ბუკის“ რაკეტით ჩამოაგდეს“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ჩამოგდებული თვითმფრინავის ფრაგმენტები
1656006812
დაკოპირებულია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განაცხადა, რომ უკრაინისა და ნიდერლანდების ხელისუფლების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, იგი მიიჩნევს, რომ 2014 წელს უკრაინის თავზე „მალაიზიური ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის „ბუკის“ ტიპის რაკეტით ჩამოგდებას „ყველაზე დამაჯერებელ სცენარად“ განიხილავს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული რაკეტა მხოლოდ რუსული სამხედრო ნაწილებისთვის იყო ხელმისაწვდომი. 

„რუსეთის ხელისუფლება კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად ავრცელებს დეზინფორმაციას, მათ შორის მოვლენების ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიებს, რომლებიც შექმნილია დაბნეულობის შესაქმნელად. როგორც აჩვენა ღია წყაროს დაზვერვამ, რომელიც გამოქვეყნდა მრავალ ანგარიშში, რუსეთის ხელისუფლება იმაზეც კი წავიდა, რომ მანიპულირებული რადარი, სატელიტი და სხვა მონაცემები წარადგინა სიმართლის დაფარვის მიზნით.

კერძოდ, ვერსიები, რომლის მიხედვითაც უკრაინულმა სუ-25-მა ან მიგ-29 ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო რეისი MH17, ან რომ დამნაშავე უკრაინული მხარის მიერ გასროლილი „ბუკის“ რაკეტა იყო, სრულიად უარყოფილია“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს მიმდინარე გამოძიებებთან და ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში MH17-ის რეისის მსხვერპლთა ნათესავებს წინა დეზინფორმაციით გამოწვეული ტკივილისა და ტანჯვისთვის.

ინფორმაციისთვის, 2014 წელს რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის დროს, ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი „მალაიზიური ავიახაზების“ თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. შემთხვევას ბორტზე მყოფი 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი ემსხვერპლა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ახლა რუსეთი უკრაინის შავ ზღვაში გაზის წარმოებას ვეღარ შეძლებს“ - უკრაინელებმა რუსეთის მიერ მითვისებული „ჩერნომორნეფტეგაზას“ საბურღი პლატფორმა დაბომბეს

👉 ქართველმა ხალხმა ბევრი შესწირა ევროპული იდენტობისთვის, მოვუწოდებთ ევროპელ მეგობრებს, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი - აშშ-ის ჰელსინკის კომისია

👉 „მმართველ პარტიას არ შეუძლია სასწაულების მოხდენა, თუ პარლამენტში არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი“ - მარია კალიურანდი

👉 რუსული ჯარები 5 კილომეტრით დაწინაურდნენ ლისიჩანსკისკენ - ბრიტანული დაზვერვა