მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2021 წელს რუსეთი პოლიტიკური დევნის გამო 1 500-მა აქტივისტმა და ჟურნალისტმა დატოვა

აეროპორტი რუსეთში

2021 წელს პოლიტიკური დევნის გამო რუსეთის დატოვება 1 500-მა აქტივისტსა და ჟურნალისტს მოუხდა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ მენეჯერზე ანტონ მიხალჩუკზე დაყრდნობით წერს. 

სტატისტიკაში გათვალისწინებული მხოლოდ პოლიტიკური ემიგრაციები იყო. 

მიხალჩუკის თქმით, ემიგრაციის ძირითადი მიმართულებები საქართველო, ლიტვა და უკრაინაა. გარდა ამისა, პოპულარულია აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, ასევე საფრანგეთი და აშშ.

ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ცნობით, პოლიტიკური ემიგრაციის ტალღა დაიწყო 2021 წლის გაზაფხულზე, როდესაც პოლიციამ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი ზამთრის აქციების მონაწილეების იდენტიფიცირება და დაკავებები დაიწყო.

2021 წლის ოქტომბერში ექსპერტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ოთხიდან ხუთ მილიონ ადამიანმა რუსეთი სხვა ქვეყნებში მუდმივად ცხოვრების მიზნით დატოვა.

2011 წლის შემდეგ ემიგრანტების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. კვლევის ავტორებმა რუსეთიდან წასული ადამიანების გამოკითხვაც ჩაატარეს. მათგან დაახლოებით 64%-მა ემიგრირების მიზეზად უსაფრთხოების სურვილი დაასახელა.