უცხოეთი

2023 წლის ევროვიზიას დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს

ევროვიზია 2023
1658757576
დაკოპირებულია

მომავალი წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი დიდ ბრიტანეთში გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორებმა განაცხადეს. წერს „ეიბისი ნიუსი“

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ 2023 წლის ღონისძიება უკრაინული კულტურისა და შემოქმედების ზეიმი იქნება. 

ორგანიზატორების თქმით, მასპინძელ ქვეყანაში, უკრაინაში კონკურსის გამართვას ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებები ხელს შეუშლის. 

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, რომელიც ევროვიზიას მართავს, განაცხადა, „სამწუხაროდ, მომავალი წლის ღონისძიება უკრაინაში უსაფრთხოებისა და საომარი მოქმედებების გამო ვერ გაიმართება“. 

„2023 წლის ევროვიზია არ იქნება უკრაინაში, მაგრამ უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართება“, - განაცხადა მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა მიკოლა ჩერნოტიცკიმ. 

შეგახსენებთ, ევროვიზია 2022 წლის გამარჯვებული სწორედ უკრაინა გახდა, ხოლო მეორე ადგილი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა დაიკავა.