მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

7 დეკემბერს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეო-კონფერენცია გაიმართება

ბაიდენი პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა

7 დეკემბერს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეო-კონფერენცია გაიმართება, სადაც ძირითადი განსახილველი თემა უკრაინა იქნება, - ამის შესახებ apnews იუწყება. 

„კონფერენციაზე პრეზიდენტი ბაიდენი დააფიქსირებს აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ და დაადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.

რაც შეეხება პუტინს, იგი აპირებს, რომ ჯო ბაიდენს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისა და რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, მათ შორის უკრაინაში, სამხედრო სისტემების მიწოდება-განთავსება აკრძალვის სამართლებრივი გარანტიები მოსთხოვოს. 

აშშ-რუსეთის ურთიერთობები ბაიდენის თანამდებობაზე მოსვლის მძიმედ მიმდინარეობს.

პუტინისა და ბაიდენი ბოლო საუბარი ივნისში, ჟენევაში შეხვედრის დროს შედგა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს