უცხოეთი

აღმოაჩინეს 170 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი, რომელიც ყველაზე ძვირფასი ქვაა, რაც ბოლო 300 წლის განმავლობაში აღმოუჩენიათ - AP NEWS

170 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი
1659005333
დაკოპირებულია

ანგოლაში 170 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს, სფეროს სპეციალისტების მტკიცებით ეს არის ყველაზე ძვირფასი ქვა, რომელიც ბოლო 300 წლის მანძილზე აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ წერს. 

„ვარდისფერი ბრილიანტი, რომელსაც Lulo Rose-ს ეძახიან ალმასის მაღაროში აღმოაჩინეს“, - აღნიშნა მაღაროს მფლობელმა. 

„10 000 ბრილიანტიდან მხოლოდ ერთია ვარდისფერი. ასე რომ თქვენ ნამდვილად უყურებთ ყველზე ძვირფას და იშვიათ ქვას.  განუცხადა Lucapa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ვეტერალმა Associated Press-ს.

ვარდისფერ ძვირფას ქვას, აუქციონზე სავარაუდოდ, მაღალი ღირებულება ექნება. ძვირფასი ქვა ამოღებულია მდინარის კალაპოტიდან. ვარდისფერი ძვირფასი ქვა აღმოჩენილ ქვებს შორის მეხუთეა. 

ვარდისფერ ბრილიანტს საერთაშორისო ტენდერით ანგოლის სახელმწიფო მარკეტინგის კომპანია Sodiam-ი გაყიდის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 ჯანმოს ხელმძღვანელი „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო სექსპარტნიორების შემცირების რეკომენდაციით გამოდის

👉 ძლიერ წვიმას და მეწყერს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა - სტიქია ირანში

👉 „მსხვერპლთა შორის ოჯახის 4 წევრი იყო“ - მეხის დაცემის შედეგად ინდოეთში 50-მდე ადამიანი დაიღუპა

👉 „უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში წარმატებულად მიმდინარეობს“ - ბრიტანეთის დაზვერვა

👉  „ვიპოვეთ ძალა და ვპატიობთ“ - ალაბამაში შვილები დედის მკვლელის სიკვდილით დასჯას ეწინააღმდეგებიან

👉  მოკლული ქალის შვილების წინააღმდეგობის მიუხედავად, მათი დედის მკვლელს ალაბამაში დღეს სიკვდილით დასჯიან