მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს

უკრაინელი სამხედროები დონბასში

დონბასში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის მიერ ოპერირებულმა სეპარატისტებმა სამშვიდობო შეთანხმება ორჯერ დაარღვიეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. 

„ბოლო 24 საათში, 27 იანვარს, ჩვენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის ორი შემთხვევა დავაფიქსირეთ“, - ნათქვამია უკრაინის გაერთიანებული ძალების პრესცენტრის განცხადებაში.

ლუგანსკის რეგიონში, უკრაინის არმიის ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის მცდელობა შენიშნეს, რომლებიც უკრაინულ თავდაცვის ხაზთან მოახლოებას ცდილობდნენ. 

გარდა ამისა, ქალაქ მარინკას მახლობლად, რუსმა დაქირავებულმა სამხედროებმა უკრაინელი სამხედროების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები სამთავრობო ჯარებს დონბასის რეგიონში აქტიურად ებრძვიან.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 გერმანია უკრაინის დასახმარებლად 5 000 ჩაფხუტს აგზავნის

🔴 The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის დეტალებს ასაჯაროებს

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა“ - დასავლელი ექსპერტები

🔴 „რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს“ - ვენდი შერმანი