მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა არ არის იმის დრო, Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლას თავი დავანებოთ“ - ბაიდენი

ბაიდენის მოწოდება ტრამპისადმი

თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენის განცხადებით, ახლა არ არის შესაფერი დრო იმისთვის, რომ მოსახლეობას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლას დანებდეს. 

„ახლა არ არის იმის დრო, რომ Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლას თავი დავანებოთ. შესაბამის გზას უნდა მივმართოთ იმისთვის, სანამ ყველა მოქალაქეს არ ჩაუტარდება კოვიდვაქცინაცია. გააგრძელეთ პირბადის ტარება, დაიცავით სოციალური დისტანცირება და ხშირად დაიბანეთ ხელები“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 132 597 727-ს შეადგენს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის დამარცხება 106 880 036 პაციენტმა შეძლო, ხოლო საერთო ჯამში კოვიდ 19-ს 2 876 699 ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოში კოვიდინფიცირების ყველაზე მზარდი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. ქვეყანაში 6 აპრილის მდგომარეობით ვირუსის დადასტურებული შემთხვევები 31 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე თემაზე:

👉 ჯანმო მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას მხარს არ უჭერს

👉 „ვაქცინების უთანასწორო განაწილება არა მხოლოდ მორალურ აღშფოთებას იწვევს, არამედ ის ეკონომიკურადაც დესტრუქციულია“- ჯანმოს დირექტორი