
ამერიკელმა ალენა უიკერმა საშუალო სკოლა 12 წლის ასაკში დაასრულა, ხოლო სკოლის დამთავრებიდან 1 წელში ალაბამას უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„იმდენი ვიმუშავე იმისთვის, რომ მიმეღწია ჩემი მიზნებისთვის, ოცნებებისთვის. დედა, მე ეს შევძელი“, - ამ ფრაზებით გამოაქვეყნა გოგონამ ინსტაგრამზე უნივერსიტეტში ჩარიცხვის დოკუმენტაცია.
13 წლის გოგონას მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხვა ალაბამას უნივერსიტეტმა „სიენენსაც“ დაუდასტურა. მედიასაშუალება წერს, რომ ალენამ სკოლა გასულ წელს დაამთავრა და შთამბეჭდავი მიღწევების სია დააგროვა.
ვაშინგტონ პოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ის ჩვეულებრივი 13 წლის გოგოა.
„მე უბრალოდ მაქვს დროის მართვის ძალიან კარგი უნარები და ძალიან მოწესრიგებული ვარ”, - განუცხადა მან Washington Post-ს.
ალენას დედამ „ვაშინგტონ პოსტს“ განუცხადა, რომ მან შეამჩნია თავისი ქალიშვილის განსაკუთრებული ნიჭი მეცნიერების მიმართ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 „იაპონიაში მაიმუნი, რომელიც მოსახლეობას კვირების განმავლობაში ატერორებდა, დაიჭირეს და მოკლეს
🔴 გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ეგვიპტელი კაცი, შესაძლოა, პირდაპირ ეთერში ჩამოახრჩონ