მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: აზერბაიჯანში ვაქცინაცია მომავალი წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი

აზერბაიჯანიისს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

„აზერბაიჯანში ნებაყოფლობითი ვაქცინაცია სახელმწიფოს დაფინანსებით მომავალი წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა იუწყება, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციას სახელმწიფო დააფინანსებს.

„ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ვაქცინების წამყვან მწარმოებლებთან. ეს არის Sputnik V, AstraZeneca, Sinopharm, SinoVac, Moderna, Pfizer-BioNTech”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა და დღევანდელი მდგომარეობით უკვე შექმნილია ვაქცინა, რომლის გამოყენებაც დაიწყო.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 პუტინი: რუსული ვაქცინა ჯერ არ შემხვდა

👉 როგორ იგეგმება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის კოვიდვაქცინაცია?