მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: ყარაბაღს სამოთხედ გადავაქცევთ

ალიევი ყარაბაღზე

„მთიან ყარაბაღს, რომელიც სომხეთის ოკუპაციის შედეგად მთლიანად დანგრეული იყო, ნამდვილ სამოთხედ გადავაქცევთ“. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს. 

ალიევმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მიმართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ, ხალხმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერე, ძლიერი ნებისყოფა გამოავლინა, არმიამ გამარჯვების უდიდესი სულისკვეთება აჩვენა.

მან აღნიშნა, რომ სწორედ ამის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ "აზერბაიჯანის გათავისუფლებულ მიწაზე ისევ სამფერიანი დროშაა აღმართული, ხოლო მთიანი ყარაბაღის გული, წმინდა ქალაქი შუშა აზერბაიჯანს ეკუთვნის".

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 44 დღეს, 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. ის აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დასრულდა. რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები შევიდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

♻️ ალიევი: ყარაბაღი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონი იქნება

♻️ ალიევი: სომხები კავკასიელები არ არიან, აქ მოგვიანებით ჩამოსახლდნენ