მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი რუსეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ მთიან ყარაბაღში სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

„სომხეთი აქტიურად იყენებდა საზღვარგარეთიდან ჩასულ დაქირავებულ მებრძოლებს. ჩვენ გვაქვს ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია საფრანგეთის, აშშ-ის ლიბანის, კანადის და საქართველოს პასპორტები. ზოგიერთი სომეხი ეროვნებისაა, ზოგიერთი - არა. სომხურ მხარეს ომში უცხოელი დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობა დაუშვებელია“ - განაცხადა ალიევმა.

ალიევი მიესალმება რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსებას.

„ეს მისია ჩვენთანაც და სომხურ მხარესთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს. ეს არის სიტუაციის სტაბილიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სერიოზული დარღვევა არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ, რომ ის არც მოხდება“ - განაცხადა ალიევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულმა ჯარმა დიდ გამარჯვებას მიაღწია და ახლა კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ეტაპი დადგა.