მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევმა 10 ნოემბერი გამარჯვების დღედ გამოაცხადა

აზერბაიჯანიისს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 10 ნოემბერი ოფიციალურად გამარჯვების დღედ გამოაცხადა. ამ დღეს მთიან ყარაბაღში 44-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარეობდა. ის 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ შეწყდა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

ალიევის ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანულმა ჯარმა დაიკავა ჯებრაილის, ფიზულის, ზანგილანის, გუბადლის რაიონები და მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქი - შუშა. ბაქოში 10 ნოემბერს გამარჯვება იზეიმეს.

ილჰამ ალიევის კიდევ ერთი ბრძანებულების მიხედვით, 27 სექტემბერს, ანუ საომარი მოქმედებების დაწყების დღეს, ყოველწლიურად ხსოვნის დღე აღინიშნება.