მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევმა გამარჯვების დღე 10 ნოემბრიდან 8 ნოემბერს გადაიტანა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყანაში ყოველწლიურად 8 ნოემბერს გამარჯვების დღე აღინიშნება. მანამდე ამ დღის აღნიშვნა 10 ნოემბერს იგეგმებოდა, მაგრამ 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი ლიდერის მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნის დღე აღინიშნება. შესაბამისად, აზერბაიჯანის ლიდერმა ამ ზეიმის ორი დღით გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

8 ნოემბერს აზერბაიჯანის ჯარმა ქალაქი შუშა აიღო, რომელიც მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქია. სწორედ შუშას დაკარგვის შემდეგ სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერას დათანხმდა.

3 დეკემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომის დროს დაღუპული სამხედროების ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა. ბაქოს ინფორმაციით, 44-დღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს 2783 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ყოველწლიურად მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.

მომავალ კვირას ბაქოში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება. ერდოღანი აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხედრო აღლუმს დაესწრება.