მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევმა ზურაბიშვილს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

ალიევის სამძიმრის წერილი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

„პატივცემულო ქალბატონო პრეზიდენტო. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევით გამოწვეული მსხვერპლით. პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გისამძიმრებთ თქვენ, დაღუპულთა ნათესავებს და ახლობლებს და მთელ მეგობარ ქართველს ხალხს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - წერია ალიევის წერილში.

მანამდე საქართველოს სამძიმარი გამოუცხადეს აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, პრემიერ-მინისტრებმა და აშშ-ის საელჩომ.

ცნობისთვის, ბათუმში 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 9 ადამიანია დაღუპული. 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამავე თემაზე:

🔴 საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

🔴 „მაშველები როგორც კი მორჩებიან მუშაობას კონსტრუქტორები და გეოლოგები ყველა კორპუსის მდგრადობას შეისწავლიან“ - რიჟვაძე

🔴 36 წლის ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა