მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკის არჩევნების ბედი ჯორჯიაში წყდება

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში, 2020 წ.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინის, მიჩიგანის და უისკონსინის შტატებში გადაწყდება. ამ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატებმა, დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა დაახლოებით თანაბარი ხმები მიიღს, თუმცა ტრამპი ოდნავ წინ არის.

რამდენიმე საათის წინ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა. „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ საჭიროა არჩევნების შედეგების ბოლომდე დათვლა.

აშშ-ში ძალზე რთული საარჩევნო სისტემაა. ყოველი შტატის ამომრჩეველი ხმას პირდაპირ პრეზიდენტს კი არა, არამედ საარჩევნო წარმომადგენელს აძლევს, რომელიც შემდეგ უკვე პრეზიდენტს ირჩევს. შესაბამისად, თითოეულ შტატში მინიმალური უპირატესობით მოგების შემთხვევაშიც კი კანდიდატი იმ შტატის ყველა ხმას იღებს.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული პირი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა, არის 35 წლის და ამერიკის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.