მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Amnesty International-ის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა სკანდალური ანგარიშის შემდეგ თანამდებობა დატოვა

Amnesty International-ის უკრაინული ოფისის დირექტორი

Amnesty International-ის უკრაინული ოფისის დირექტორმა ოქსანა პოკალჩუკმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

პოკალჩუკის თქმით, მისი და ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ღირებულებები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა.

„ვტოვებ Amnesty International-ს უკრაინაში. ეს არის კიდევ ერთი დანაკარგი, რომელიც ომმა გამოიწვია. ჩემი საყვარელი სამსახური, ცხოვრების 7 წელი, სამომავლო გეგმები, ხოლო ბოლო 5 თვის განმავლობაში - ერთგვარი მაშველი რგოლიც. ყველაფერი ემსხვერპლა ბიუროკრატიის და ენობრივი ბარიერის კედელს. იმედი მქონდა, რომ ყველაფერს გამოვასწორებდი და ანგარიში წაიშლებოდა, თუმცა მივხვდი, რომ ეს არ მოხდებოდა“, - აცხადებს პოკალჩუკი.

შეგახსენებთ, Amnesty International-მა თავის ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინული ჯარი სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ „გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“ - ვიქტორ ორბანი

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო

✔️ უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დმიტრივკა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს