მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანგელა მერკელის პარტია არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა

გერმანია, ბერლინი

ანგელა მერკელის „ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა“ 26 სექტემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში 24,1% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა. არჩევნებში კი სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელმაც ამომრჩეველთა 25,7% მიიღო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

თავად მერკელი, რომელიც გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2005 წელიდან იკავებდა, არჩევნებში არ მონაწილეობდა. მესამე ადგილზე „მწვანეთა პარტია გავიდა - 14,8%, შემდეგ მოდის თავისუფალი დემოკრატების პარტია - 11,5% და მემარჯვენე „გერმანიის ალტერნატივა“ – 10,3%.

რაც შეეხება მემარცხენე პარტიას, მან 4,9% მიიღო და პარტიული სიებით პარლამენტში ვერ მოხვდა, თუმცა მისმა სამმა წარმომადგენელმა მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა.

მთავრობის ფორმირებაზე პრეტენზია როგორც სოციალ-დემოკრატების ლიდერს ოლაფ შოლცს, ასევე ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს არმინ ლაშეტს აქვთ.

გერმანიის მოსახლეობამ მე-20 მოწვევის ბუნდესტაგი აირჩია. რამდენიმე კვირაში დეპუტატებმა გერმანიის ახალი კანცლერი უნდა აირჩიონ, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.