მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფეთქება აბუ-დაბიში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

აბუ-დაბის აეროპორტის მახლობლად აფეთქება მოხდა. 

აბუ-დაბის აეროპორტის მახლობლად აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სამი საწვავის მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა.

ჰუთის მოძრაობა, რომელიც ებრძვის საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით კოალიციას, რომელიც მოიცავს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ხშირად ახორციელებს სასაზღვრო სარაკეტო თავდასხმებს საუდის არაბეთზე.

ჰუთის სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ დაჯგუფებამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და დეტალები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. 

„პირველადი გამოკვლევისას აღმოაჩინეს პატარა თვითმფრინავის ნაწილები, რომლებიც შესაძლოა, იყოს დრონი, რამაც შეიძლება გამოიწვია აფეთქება და ხანძარი“, - აცხადებენ აბუ-დაბის პოლიციაში.