მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფეთქება ავღანეთში შიიტურ მეჩეთში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

აფეთქება ავღანეთში შიიტურ მეჩეთში - არიან დაღუპულები და გარდაცვლილები

ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა და 32 დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების 15 მანქანა იყო მობილიზებული.

აფეთქების დროს მეჩეთი სავსე იყო ხალხით. მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გასულ პარასკევს, ჩრდილოეთ ქალაქ კუნდუზში პარასკევის ლოცვის დროს შიიტურ მეჩეთზე თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა.