უცხოეთი

აფეთქება ქაბულში - დაიღუპა 8 და დაშავდა 22 ადამიანი

  ქაბულში აფეთქების შედეგად დაიღუპა რვა
1659810326
დაკოპირებულია

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთით მდებარე უბანში მოხდა, სადაც ძირითადად შიიტი მუსლიმები იკრიბებიან.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, აფეთქების ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი იმყოფება. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

👉 წყალდიდობამ პაკისტანში 550 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - CNN

👉 ხორვატიაში ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაიღუპა 12 და დაშავდა 31 ადამიანი