მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფეთქება უკრაინაში - არიან დაღუპულები და დაჭრილები

აფეთქებული სახლი უკრაინაში

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. სახლიდან 15 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სახლის ნაწილი ჩამოინგრა, საერთო ჯამში დაზიანებულია 7 ბინა. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო ოპერაციას აწარმოებდნენ.