
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
ზელენსკი აცხადებს, რომ ომის მიუხედავად, უკრაინა ყველა მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღს, მათ შორის დამოუკიდებლობის დღესაც აღნიშნავს.
„ჯერჯერობით არ ვარ მზად, რომ 24 აგვისტოზე ვისაუბრო, რადგან ახლა საჯარო სივრცეში ვართ, რა თქმა უნდა, არ მინდა გავაფრთხილო ჩვენი აგრესიული მეზობლები იმის შესახებ, თუ რა მოხდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ.
მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ომია, ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ ყველა მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ვიბრძვით და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ქალაქმა 07:00 საათზე მუსიკის ფონზე უნდა გაიღვიძოს - ერევნის მერი
👉 ჩინეთი უფრო აგრესიული და საშიში გახდა შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის - გენერალი მარკ მილი
👉 აღმოსავლეთ აფრიკაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის - Abcnews
👉 ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე 2 პალესტინელი მოკლეს - პალესტინური მხარე
👉 ჩვენ გვჯერა ორი სქესის, არსებობენ კაცები და ქალები - დონალდ ტრამპი