მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ წახვიდეთ კომპრომისზე“ - მალალა იუსაფზაი მსოფლიოს ქვეყნებს ავღანელი ქალების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსუფზაი

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი, რომელიც 2012 წელს თალიბანმა სასიკვდილოდ დაჭრა, მსოფლიოს ქვეყნებს მიმართავს და მოუწოდებს, ავღანელი ქალების უფლებები დაიცვან.

მალალა იუსაფზაი მიიჩნევს, რომ თალიბანთან კომპრომისზე წასვლით, ავღანელ ქალებს უფლება არ ექნებათ განათლება მიიღონ. სწორედ ამიტომ, იუსაფზაი მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს, რომ არ წავიდნენ კომპრომისზე და იმ ქალებს, რომლებსაც განათლების მიღებს სურთ, გვერდით დაუდგნენ.

„ჩვენ არ შეგვიძლია კომპრომისზე წასვლა ქალთა უფლებების დაცვისა და ადამიანის ღირსების დაცვის საკითხებში“, - განაცხადა იუსაფზაიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ავღანეთში გოგონების განათლების საკითხებზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ახლა ისე როგორც არასდროს ავღანელი ქალების უფლებების დაცვის დროა.

„ახლა არის დრო, როდესაც ჩვენ ვიცავთ ამ ვალდებულებას და ვიზრუნებთ ავღანელი ქალების უფლებების დაცვაზე. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება არის განათლების უფლება“, - თქვა იუსუფზაიმ.

ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ, ქალებს კვლავ აეკრძალათ სახლიდან გასვლის უფლება. თალიბანის განცხადებით, ქალთა უფლებები დაცული იქნება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო reuters-ი წერს, თალიბანმა გააჩინა სკეპტიციზმი იმის თაობაზე, თუ რამდენად სცემენ პატივს ქალთა უფლებებს, როდესაც მათ განაცხადეს, რომ ისინი გახსნიან სკოლებს საშუალო სკოლის ასაკის ბიჭებისთვის, მაგრამ არა გოგონებისთვის.

ინფორმაციისთვის, პაკისტანელი უფლებადამცველი მალალა იუსაფზაი მთელ მსოფლიოში ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის გამოდის.

მისი უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო, 2012 წლის 9 ოქტომბერს ძლიერად დაჭრეს ტერორისტული მოძრაობა „ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტან“-ის მებრძოლებმა.

2014 წელს გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.