უცხოეთი

არაფერს დავთმობთ, თანამედროვე იარაღის წყალობით ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
1656881475
დაკოპირებულია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არაფერს დათმობს და იმ ტერიტორიებს, რომლებიც ახლა რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, თანამედროვე იარაღის წყალობით დაიბრუნებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენს გმირებს, ჩვენს ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების ყველა შტოდან ჰქონდეთ ყველაფერი, რაც საჭიროა სახელმწიფოს დასაცავად. ჩვენ არც ერთ დღეს არ ვკარგავთ - ვარწმუნებთ პარტნიორებს, ვამყარებთ ახალ კავშირებს, ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, პოლიტიკური იქნება ეს თუ დიპლომატიური“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 უკრაინას მოუწევს რუსეთის პირობებს დაეთანხმოს - დმიტრი პესკოვი

🔴  სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „გათავისუფლების“ შესახებ მოახსენა - რუსული მედია

🔴 დონეცკის რეგიონი შესაძლოა, გათბობისა და გაზმომარაგების გარეშე დარჩეს - პაველ კირილენკო

🔴 რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები