მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან“ - ჯო ბაიდენი

„არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან“

არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა მიაღწია წარმოუდგენელ პროგრესს, მილიონობით ამერიკელი უკვე ვაქცინირებულია.

„ეს არავაქცინირებულთა პანდემიაა და გამოწვეულია იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს უპრეცედენტო და წარმატებული ვაქცინაციის პროგრამა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ხუთი თვის განმავლობაში, უფასო ვაქცინები 80 000 ლოკაციაზე ხელმისაწვდომი იყო, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს 70 მილიონზე მეტი ამერიკელი, რომლებსაც ვაქცინის ერთო დოზაც კი არ მიუღიათ. ისინი ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, ყოვლად მიუღებელია მცდარი ინფორმაციის გავრცელება ვაქცინაციაზე.

ამასთან, ბაიდენი ამბობს, რომ აუცრელების 25%-მა შეიძლება საშინელი ზიანი მიაყენოს ქვეყანას და ეკონომიკას.

„გთხოვთ არ დაუშვათ, რომ ეს ტრაგედია თქვენამდე მოვიდეს - აიცერით. შეგიძლიათ გადაარჩინოთ თქვენი და გარშემომყოფების სიცოცხლე“, - აცხადებს ბაიდენი.