უცხოეთი

„არავის მივცემთ უფლებას, დაგვემუქროს“ - ისრაელი რეზერვისტების მობილიზებას იწყებს

 ისრაელი რეზერვისტების მობილიზებას იწყებს
1659775912
დაკოპირებულია

ღაზას სექტორში ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა, 25 000 რეზერვისტის მობილიზაციის შესახებ ბრძანება გასცა, - ამის შესახებ The Jerusalem Post-ი იტყობინება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ემზადებიან ყველა სცენარისთვის, ყველა ფრონტზე, მათ შორის ქვეყნის ჩრდილოეთით და ცენტრში.

„ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას დაემუქროს ან ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს. ვინც ამას შეეცდება - დაზარალდება. ჩვენ არ ვესწრაფვით კონფლიქტს, მაგრამ ყოყმანის გარეშე დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს თუ საჭირო გახდება“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 5 აგვისტოს, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა. საჰაერო განგაში ისმოდა ქვეყნის ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში.

5 აგვისტოს ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა სპეცოპერაცია დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ღაზას სექტორში რამდენიმე ობიექტი დაბომბა. შედეგად, დაიღუპა ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერი ტაისი ალ-ჯაბარი. ღაზას სექტორში, ასევე, ამბობენ, რომ 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 55 დაშავდა.

ამავე თემაზე:

✔️ ღაზაზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 წლის ბავშვი - პალესტინური მხარე

✔️ „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზადან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა