მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გადასროლას არ გამორიცხავს

ჯონ კირბი

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი შეიარაღებული ძალების გადასროლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა  წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutceh Welle ავრცელებს. 

კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ რუსეთისა და უკრაინის საზღვარზე არსებულ სიტუაციას კვლავ აკვირდება, მაგრამ ის სპეცსამსახურების ინფორმაციის კომენტირებას არ აპირებს. „ჩვენ რუსეთის შეიარაღებული ძალების განთავსებაში ვერანაირი ცვლილება ვერ დავინახეთ. ისინი იქ კვლავ დიდი რაოდენობით არიან“ - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. 

აშშ-ის თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ ევროპელ პარტნიორებთან მოსკოვის მოთხოვნების პაკეტს განიხილავენ, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს ეხება.

„ევროპულ უსაფრთხოებაზე არანაირი მოლაპარაკება არ შედგება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების გარეშე,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.  მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ მოსკოვთან შეთახმების მიღწევა შესაძლებელია. 

იხილეთ ასევე:

🔴 რუსეთი სთავაზობს აშშ-ს, ნატოში ახალი წევრების მიღებაზე უარი თქვას

🔴  რუსეთში მშენებარე საბრძოლო ხომალდზე ხანძარი მოხდა

🔴  ბაიდენი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი დროულად შეადგინოს - Bloomberg

მოსკოვის მიერ შემუშავებული „უსაფრთხოების პროექტის“ მიხედვით, ნატო ალიანსში უკრაინის მიღებაზე და ორგანიზაციის მომავალ გაფართოებაზე უარს აცხადებს. აშშ-მა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და ალიანსში იმ სახელმწიფოებს არ მიიღებს, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდნენ.

მოსკოვი მოითხოვს, რომ ალიანსმა  უკრაინის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უარი თქვას.