მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთში დივერსიისთვის აგენტების ქსელი შექმნა - CNN

აგენტების ქსელი

CNN ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ რუსეთის ფედერაციაში აგენტების ქსელი შექმნა, რომლებიც მტრის სამიზნეების წინააღმდეგ დივერსიის განხორციელებაზე მუშაობენ. 

ამერიკული მხარის თქმით, უკრაინამ შექმნა დივერსიული ჯგუფები რუსეთის შიგნით, რომელიც შედგება პროუკრაინელი მხარდამჭერებისგან. 

მედიასაშუალება წერს, რომ ისინი კარგად არიან გაწვრთნილი ამ ტიპის ომის საწარმოებლად. 

აღნიშნულია, რომ უკრაინამ მათ თავდასხმისთვის საკუთარი წარმოების დრონები მიაწოდა.

წყაროებმა არხთან საუბარში აღნიშნეს, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება, რომ შეტაკებებში ამერიკული თვითმფრინავები გამოიყენეს.

კონკრეტულად ვინ აკონტროლებს ქსელს უცნობია, თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უკრაინის სადაზვერვო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.