მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ და ტაივანი ოფიციალურ ორმხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებს იწყებენ

ნენსი პელოსი და ტაივანის პრეზიდენტი

ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის საკამათო ვიზიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ისინი კუნძულთან მალე ოფიციალურ სავაჭრო მოლაპარაკებებს დაიწყებენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, სავარაუდოდ, შემოდგომის დასაწყისში გაიმართება. მხარეები ვაჭრობის ხელშეწყობის, ციფრული ვაჭრობისა და ანტიკორუფციული სტანდარტების შესახებ ისაუბრებენ.

აშშ-ტაივანს შორის ვაჭრობის გაფართოების ინიციატივა პირველად ივნისში გაჟღერდა, ახლა კი ორივე მხარე ამბობს, რომ მათ კონსენსუსს მიაღწიეს.

„ჩვენ ვგეგმავთ ამბიციური გეგმების გატარებას, რაც ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უფრო სამართლიანი, უფრო აყვავებული და გამძლე ეკონომიკის შექმნას“, - განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილემ სარა ბიანჩიმ.

ცნობისთვის, 2020 წელს აშშ-სა და ტაივანს შორის ვაჭრობამ 106 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

🔴 მაიმუნის ყვავილით ადამიანისგან ძაღლი დაინფიცირდა - ჯანმო