მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ დარია დუგინას მკვლელობის უკან უკრაინის ხელისუფლება დგას - New York Times

 კრემლის პროპაგანდის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი

„ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ კრემლის პროპაგანდისტის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის ხელისუფლების  მიერ განხორციელებული ფარული ოპერაციის შედეგი იყო“, - ამის შესახებ The New York Times აშშ-ის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. 

გამოცემა წერს, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ არაფერი იცოდნენ ასეთი ოპერაციის მომზადების შესახებ.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ დუგინას გარდაცვალების გამო უკრაინის ხელმძღვანელობას უკვე უსაყვედურეს. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, უკრაინის ხელისუფლება მკვლელობაში მათ მონაწილეობას უარყოფს.

შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ დუგინას ლიკვიდაციის უკან შესაძლოა უკრაინის ხელისუფლების ცალკეული ნაწილი იყოს, დანარჩენებმა კი ამის შესახებ არც იცოდნენ. 

ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლების რეალური მიზანი იყო არა დუგინას, არამედ მამის ალექსანდრე დუგინის ლიკვიდირება. 

„დამნაშავეებმა, რომლებმაც მანქანა ააფეთქეს, ფიქრობდნენ, რომ მანქანაში დუგინი ჩასხდებოდა“, - წერს გამოცემა. 

ცნობისთვის, მოსკოვის ოლქში რუსი პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, რომელშიც მისი შვილი დარია დუგინა იმყოფებოდა. 

29 წლის დარია, ისევე როგორც მამამისი, ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. იგი მართავდა „ტელეგრამის“ არხს, რომელიც ევროპული პოლიტიკის დისკრედიტაციას ეძღვნებოდა. გარდა ამისა, ორივე მათგანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერდა. დუგინის მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.

ამავე თემაზე: 

🔴 „სამოთხეში ვიყავი, სანამ დარია დუგინა არ მოკლეს“ - ლევან ვასაძის სამძიმარი დუგინების ოჯახს

🔴  სასტიკმა დანაშაულმა გააჩერა დარია დუგინას გული, მან საქმით დაამტკიცა თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის პატრიოტი - პუტინი დუგინს უსამძიმრებს

🔴 რუსეთში აცხადებენ, რომ დარია დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა, რომელიც შემდეგ ესტონეთში გაიქცა

🔴 „უკრაინას დუგინის შვილის მკვლელობასთან საერთო არაფერი არ აქვს“ - პოდოლიაკი